ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

მე ინვალიდი ვარ…

მე ინვალიდი ვარ. ინვალიდი, ხეიბარი მახინჯი, გლახაკი ჩენს დასახასიათებლად ყველა ეს სიტყვა გამოდგება. არცერთი არ არის სხვაზე უკეთესი ან უარესი. ინვალიდი კარგი სიტყვაა იგი ლექსიკონში, ყველა ხეიბრის, უმწეოს, უსმენოს და უსინათლოს, უფეხოსა და უხელოს, პარალიზებულის აღსანიშნავადაა შესული. კარგი სიტყვაა, მე მომწონს.

ყოველთვის მახსოვდა, რომ ინვალიდი ვარ, სხვებისგან განსხვავებული, როდესაც აშკარა დამცირებასა დაცინვას საკუთარ ტყავზე ვგრძობდი. ყოველ წუთას მახსენებდნენ და ახლაც მახსენებენ, რომ ჩვენი პატარა მწვანე პნალეტა ჩემნაირებისთვის არ არის შექმნილი, მე ზედმეტი ვარ, უცხო. ვიცოდი, რომ ნამდვილი უბედური და უიღბლო ვარ და მთელი ძალით ვცდილობდი გავმხარიყვავი ისეთი, როგორიც ყველაა, შევერთებოდი ჯანმთელთა და ბედნიერთა მეგობრულ ოჯახს. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ეს ყოველივე სისულელეა. მთელი ჩემი არსებით შევიგრძენი, რომ ჩემი ინვალიდობა არც ისე დიდი პრობლემაა. ადრეც ვხვდებოდი, რომ ჯანმთელთა და ბედნიერთა მოდგმა ისეთივე უტიპიაა, როგორც უბედურთა და ინვალიდთა. ვიცოდი, ჩემი მეზობელი, დეიდა მაშა ჩემზე უკეთესად ან უარესად არ ცხოვრობდა. ვიცოდი, რომ ტკივილს საკუთარ თავს ჩვენვე ვაყენებთ, რომ ცხოვრება თავისთავად მშვენიერია.

არსებობენ სულელი და ჭკვიანი ადამიანები, არსებობენ ბედნიერები და არცთუ ძალიან ბედნიერები. ადამიანები განსახვავებულნი არიან. ზოგიერთ მათგანს ხელ ფეხი არ აქვს ზოგი ვერ ხედავს, არ არ ესმის, ზოგს ინვალიდის ეტლი სჭირდება, ზოგს კი სანიტრები არჯულებენ ხოლმე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არსებობენ ჯანმთელი ინვალიდებიც, მაგრამ ზღვარი ამ ადამიანიბს შორის ძალიან ძნელი დასანახია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენი ოცნებები, მისწრაფებები, სურვილები ერთმანეთის მსგავსია, და რთულია ჩვენი მკაცრად დაყოფა-დანაწილება სახეობებად და ქვესახეობებად.

მე ინვალიდი ვარ. მაგრამ დანარჩენი ადამინებისგან ყველაზე მეტად ინვალიდობა არ განმასხვავებს. მე ინვალიდი ვარ. ინვალიდობა ჩემი ნაწილია. ჩემი განსხვავებულობის უარყოფა სისულელეა. კიდევ უფრო სისულელეა უარყო სიტყვები. სიტყვები იბადებიან და იხოცებიან, ისევე როგორც ადამიანები. სიტყვები იცვლიან მნიშვნელობას, ბერდებიან, ხუნდებიან. სიტყვების უარყოფა სისულელეა, ისევე როგორც ადამიანების უარყოფაა სისულელე. ადამიანები არსებობენ და მორჩა. ეს მოცემულობაა, ცხოვრების რეალობა. სიტყვა “ინვალიდი” არაფრით არ არის აღმნიშვნელზე უკეთესი ან უარესი.

შესაძლებელია იეშმაკო ქვეშიდან გამოძვრე, საგნებს სხვა სახელები დაუძახო, მაგრამ ეს არაფერს შველის. სხვაგვარად არ გამოდის, ან უარესი გამოდის – ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი”.

შევეცადოთ მოვძებნოთ ანტონიმი. სკოლაში გვასწავლიდნენ საპირისპირო მნიშნვნელობის სიტყვების მოძიებას. თუ სტივ უანდერი ბრმაა, მე ვხედავ. თუ სტივ ჰოკინგი გენიალური ფიზიკოსია, მე საშუალო მონაცემების მქონე ფიზიკოსი ვარ. უფრო პატიოსნად რომ ვთქვა, საერთოდ არანაირი ფიზიკოსი არ ვარ, და არც მუსიკოსი. ყველაფერი მარტივია, ცხადი და გასაგები. ყრუ ბეთხოვენმა დაწერა მუსიკა, რომლის მსგავსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ დაწერს. ბეთხოვენის შესაძლებლობები უსაზღვრო იყო. ბეთხოვენის მუსიკის შემოსაზღვრა სიკვდილმაც კი ვერ შესძლო.

პრეზიდენტი რუზველტი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ დადგება მის საპირწონედ ისტორიის სასწორზე? აბა სცადეთ, თანამედროვე პრეზიდენტთაგან მას ბადალი მოუძებნე!

სტივ ჰოკინგი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ გაეჯიბრება მას? მხოლოდ ნიუტონი. ნიუტონი არ იყო ინვალიდი. ჰოკინგი ინვალიდია. მერე რა? ვინ უწოდებს ჰოკინგს ადამიანს “შეზღუდული შესაძლებლობებით” მაინტერესებს, თუ ჰოგინგისა და ნიუტონის შესაძებლებები შეზღუდუალია, ვიღასია უსაზღვრო?

იყო თუ არა ჰომეროსი ინვალიდი? არ ვიცი. არავინ არ იცის. ფილოლოგები თავს იკლავენ ამის გამოსაცნობად. პირადად ჩემთვის არ არის საინტერესო, ხედავდა თუ არა ჰომეროსი. საუკუნეებისა და ძველ ბერძნული ენის გავლით ჩემმამდე მისმა პოემებმა მოაღწია. საუკუნეებისა და ძველი ბერძნული ენის შემდეგ, ისეთი წვრილმანი, როგორც მხედველობაა, აზრს კარგავს. იყო ჰომეროსის შესაძლებლობები შეზღუდული? რა თქმა უნდა იყო. მაგრამ არც მეტად არც ნაკლებად, ვიდრე მისი სხვა თანამედროვეებისა.

მე ინვალიდი ვარ. არ შემიძლია და ვერც ვერასოდეს შევძლებ დამოუკიდებლად დავლიო ჭიქა წყალი. და ამ წვრილმანის გამო ვინმეს უფლებას მივცემ შეზღუდული შესაზლებლობები პირი მიწოდოს? არასდროს.

მე ინვალიდი ვარ. ჩემი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. ამ ქვეყნად ყველა არსების შესაძლებლობები შეზღუდუალია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ არაზუსტი ფორმულირების გამო, დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფას არ ვაპირებ. არ მსურს რამე სხვა, უკეთეს სახელს მარქმევდნენ. მინდა მიღებდნენ არ უარმყოფდნენ სწორედ როგორც ინვალიდს. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და მიწოდებდნენ იმას, რაც ვარ.

მე ინვალიდი ვარ, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა მირჩევნია არ ვიყო ინვალიდი, შევიცვალო, გავხდე ისეთი, როგორიც სხვები არიან მაგრამ ეს შეუძლებელია. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. სიტყვა “ინვალიდი” ნორმანული სიტყვაა. არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მოდი, სიტყვას ნუ შევცვლით.

მე ძალიან მინდა რომ სიტყვა “ინვალიდი” არ აშინებდებს და აფრთხობდეს ადამიანებს. მჯერა, ეს შესაძლებელია. ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი ადამიათა საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, მინდა, რომ სიტყვა “ინვალიდს” ხშირად ამატებდნენ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: “პანდუსი”, “ლიფტი”, “ტროტუარი’, “ავტობუსი”, “ტაქსი”, “მეტრო’, “თეატრი” – მარტივ და გასაგებ სიტყვებს.

რუბენ გალიეგო

Advertisements

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს….

უნარ შეზღუდული ბავშვები ეს არის ის რაც ყველას ყველაზე მეტად გვტკივა.ყველა ჩვენთაგანს აქვს დიდი სურვილი რომ მათ კარგად ყოფნაში წვლილი შეიტანონ. 2010 წლის 16 დეკემბერს ჩვენ ვესტუმრეთ ბათუმის დღის ცენტრს ” თანას’ ‘.თანა არის სამედიცინო ასოციაცია რომელიც შემქმნილია სამედიცინო პერსონალის გაერთიანებით. ასოციაციის მიზანია მოსახლეობის სამედიცინო დახარება, განათლება და  ა.შ.. 2007 წელს ასოციაციასთან გაიხსნა დღის ცენტრი უნარ შეზღუდული  ბავშვებისათვის.ჩვენ ვესტუმრეთ  ამ ბავშვებს, გვეგონა რომ გაგვიჭირდებოდა კონტაქტში შესვლა მაგრამ  ისინი ძალიან თბილად შეგვხვდნენ,ყველა ძალიან გახარებული იყო. ერთად ვითამაშეთ,ვიმღერეთ,ვიცეკვეთ გადავიღეთ სურათები, ვნახეთ მათი ნახატები,ხელნაკეთი ნივთები ….   ისინი ერთი დიდი ოჯახია რომელიც გასაჭირში თუ ლხნიში ერთად არიან,უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს ….  როგორც დიდი პლატონი იტყოდა ”ყოველ ადამინში მზეა,ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს ”….                                                              24 დეკემბერს მათ აქვთ საახალწლო ღონისძიება. ბავშვებმა დიდი სიხარულით და სიამოვნებით დაგვპატიჟეს და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით…სულ რამოდენიმე საათი საკმარისი გახდა იმისთვის რომ დავმეგობრებულიყავით და შეგვყვარებოდა ერთმანეთი…წამოსვლის წინ დავპირდით რომ ხშირად ვესტუმრებით… ჩვენ უკვე ძალიან გვიყვარს ისინი…. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ ვინც ამ ცენტრის დარსებაში წვლილი შეიტანა, რადგან ეს ძალიან კარგი საშუალება იმისა რომ ეს ბავშვები არ იყვნენ საზოგადოებისაგან გარიყულნი…ყველა ადამინში დევს შემოქმედებითი უნარი მთავარია ხელი შევუწყოთ ამ უნარის განვითარებაში….

ერთი ჩვეულებრივი დღე …!

აქ ისინი მღერიან და ცეკვავენ.. : )) ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან.. < 3

 

ელენე ძალიან ნიჭიერი ბავშვია.. ის შესანიშნავად უკრავს პიანინოზე.. მან დაკვრა თავისით ისწავლა : ))

ამ ოთახში ისინი უკრავენ, , მღერიან, ცეკვავენ და აკეთებენ იმას რაც მოსწონთ და უყვართ : )

ბავშვების ნახატები... ისინი ძალიან კარგად ხატავენ...

აქ ისინი სადილობენ...

სამლოცველო კუთხე

ბავშვები და მათი მასწავლებლები... : )

მარი ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა... მას ძალიან უყვარს სურათების გადაღება ...

გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია !

1994 წელს ადამიანთა უფლებათა დაცვის შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად საქართველო შეუერთდა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას და აიღო ვალდებულება ცხოვრებაში გაატაროს კონვენციის დებულები.
ეს არის დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ყველა სამუშაო დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან — იგეგმება, ხორციელდება და ფასდება.
დოკუმენტში გაწერილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებები — ოჯახური ცხოვრება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების უფლება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაცვა, განათლება, გართობა და კულტურული დასვენება, თავისუფალი დრო, თამაში და მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ცხოვრება, სიცოცხლე, განვითარება. ბავშვის აზრის პატივისცემა, არადისკრიმინაცია, ბავშვის საუკეთესო ინტერესები, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესრულების თვალსაზრისით.
ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესრულების თვალსაზრისით, ხელშეკრულება მოითხოვს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების მკაცრ დაცვას. მრავალ ქვეყანაში, ხელისუფლების ორგანოები ვერ ახერხებენ სრულად ან დაუყონლებლივ ფინანსურად უზრუნველყონ ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მრავალი რეფორმის დაწყება, საქართველოც, მათ შორის არის, თუმცა რეფორმა დაწყებულია ბევრი მიმართულებით.
საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული მრავალი პილოტური პროექტების — „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშესაწყობად” — მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით.
ყველაზე პოზიტიურ ფაქტორად შეიძლება შეფასდეს ის რომ იცვლება დამოკიდებულება უნარშეზღუდული ბავშვებისადმი, იცვლება შესაბამისი კანონმდებლობაც, მიღწეულია გარკვეული პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს და რასაკვირველია გაცილებით ბევრი უნდა გაკეთდეს ამ ბავშვების უფლებების რეალური დაცვისთვის. იმედია დადგება ის დრო”, როცა უნარშეზღუდულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა არა საზოგადოების ჩამორჩენილობის, არამედ საზოგადოების პროგრესის მაჩვენებელი გახდება”. (ამონაწერი 2005 წლის UNICEF-ის ანგარიშიდან „უნარშეზღუდული ბავშვები გარდამავალ პერიოდში” — ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში).

არის თუ არა უნარშეზღუდულობა აუცილებელი დაბრკოლება?

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ შეზღუდული უნარის კონცეფცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატეგორიას წარმოადგენს, რადგან ცალკეული ადამიანის შეზღუდული უნარი ნაკლებად გამომჟღავნდება, თუ საზოგადოება და ქვეყანა სწორად იქნება მოწყობილი (თუ ქვეყანაში ოფიციალურად არის აღიარებული უნარშეზღუდულობის პოლიტიკა, არსებობს კანონმდებლობა და მთავრობის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, ძირითადი აქცენტები კეთდება პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, ინდივიდუალურ დახმარებაზე, ხელმისაწვდომობაზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე და სხვა)
არის თუ არა შეზღუდული უნარი აუცილებლად დაბრკოლება? ამის შესახებ კამათი და დისკუსია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ადამიანის დამოუკიდებლობასა და შესაძლებლობებს ზღუდავს. მრავალ კითხვაზე: არის თუ არა ტერმინები „შეზღუდული უნარი და დაბრკოლებას” სინონიმები. ანუ, ნიშნავს თუ არა, შეზღუდული უნარი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „განსხვავებული” მდგომარეობა, რომელიც ამავე დროს უარყოფით დაღს ასვამს ამ ადამიანს სხვა ყველა ადამიანთან შედარებით.
მედიცინისა და ფსიქოლოგიის თვალსაზრისით შეზღუდული უნარი გადახრას წარმოადგენს. ამ თეორიული მოდელის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა განიხილება როგორც ნორმალური, შეზღუდული უნარის არსებობა კი პიროვნებას საზოგადოების გარეთ აყენებს. ამ თვალსაზრისით, შეზღუდული უნარი ზიანს აყენებს პიროვნების უნარს მიაღწიოს მისი პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმუმს. საზოგადოების დამოკიდებულება კი პიროვნებას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხი ის კი არაა, არსებობენ თუ არა შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები, არამედ უფრო ის, თუ როგორ ექცევიან მათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საკითხი არც დღესდღეობით არის გადაწყვეტილი და საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანებისადმი არათანმიმდევრული და ხშირად ცუდიც კია.