ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

აუტიზმი

შემდეგი სიახლე გვინდოდა გაგვეკეთებია რაღაც უფრო განსხვავებული და ისეთი რასაც საზოგადოება ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ჩემი აზრით დაავადება ” აუტიზმი ” არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებაო. სიმართლე გითხრათ აქამდე არც კი ვიცოდი მისი მნიშვნელობის შესახებ.. რამოდენიმე დღის წინ ვნახე ფილმი, რომელშიც აუტიზმით დაავადებული ბავშვი იყო და ძალიან დამაინტერესა. ასეთი ბავშვები საზოგადოებამ უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის. მშობლებმა კი უნდა ეცადოს მაქსმიმალურად უყვარდეთ ისინი ყველაზე მძმიზე წუთებშიც კი.

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.  ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს, შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.
აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე.  18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს.  მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა.  აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.
გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია.  ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა.  ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია.  ყველაზე სუსტი ფორმა გავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან.
აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.

რა იწვევს აუტიზმს?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია და მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იყენებს ტვინი ინფორმაციას.  აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია.  ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი ფიზიკური პრობლემები.  შესაძლებელია:

  1. ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.
  2. ზოგჯერ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა.
  3. ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების ან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.

აუტიზმი ფაქტიურად შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე “მიზეზის” შედეგს.  ბავშვის გარშემო არსებული ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტორები აუტიზმის მიზეზად ვერ ჩაითვლება.

  1. აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ანომალიები ტვინის რამოდენიმე არეში, მათ შორის ნათხემში, ნუშისებრ ჯირკვალში, ჰიპოკამპში, ძგიდეში და მამილასულ სხეულში.  აქ ნეირონები უფრო მცირეა და აქვთ სუსტი ნერვული დაბოლოებები, რაც შესაძლოა, ხელს უშლის სიგნალების გადაცემას.  ეს ანომალიები გვაფიქრებინებს, რომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგია.  ასევე შესაძლებელია ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.  აუტისტებს ახასიათებთ ტვინში სერატონინის ან სხვა სასიგნალო მოლეკულების ანომალია.
  2. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს.  მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოჯახებში სადაც ერთი აუტისტი ბავშვი ყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია.  ე. ი.  ერთი ოციდან, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, რომელი გენია ამის მიზეზი.  ზოგ შემთხვევაში აუტისტ პირთა მშობლებს ან სხვა ნათესავებს ახასიათებთ ისეთი სოციალური, კომუნიკაციის ან განმეორებადი ქცევები, რომლებიც ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუტიზმთან.  დაკვირვებამ ცხადყო აგრეთვე, რომ ზოგი აფექტური ან ემოციური დარღვევები, როგორიცაა მანიაკალური დეპრესია, უფრო ხშირად გვხვდება აუტისტი ადამიანების ოჯახებში.  ზოგი მკვლევარი მიუთითებს აუტისტური ბავშვების და მათი ოჯახების ქრომოსომების დამახასიათებელ ანომალიებზე.  ისინი თავმოყრილია გენების თანმიმდევრობასთან გარკვეულ ადგილებში, რაც იძლევა იმუნურობის კოდს.  ამგვარად, შესაძლოა, რომ აუტისტური ბავშვები დაპროგრამებული არიან იმუნური სისტემის სისუსტეზე.  ეს თავის მხრივ იწვევს ავტოიმუნურ შედეგს ტვინის კრიტიკულ არეებში, რომლებიც მართავენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას.
  3. აუტიზმის გამომწვევი:
  • გარემო ფაქტორები:  ტყვია, კადმიუმი, ალუმინი, სტიბიუმი, ვერცხლის წყალი, ქიმიური პრეპარატები.
  • კვების ფაქტორები:  კადმიუმის, მაგნიუმის, რკინის, B6 და B1 ვიტამინების, ანტიოქსიტანტის, გლუტაციონის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.
  • მეტაბოლური ფაქტორები:  დაავადებული ღვიძლის დექსიფიკაცია; ჰიპოკლიკემია; ობი; მტვერი; მცენარის მტვერი; ამინო მჟავის გამტარი გზების ანომალია; ფენოსულტოტრანფერაზის ნაკლებობა; “თირკმლის დაზიანების” სინდრომი.
  • ალერგიული ფაქტორები:  საკვები (განსაკუთრებით, წებოვანა და კაბეინი); საკვების საღებავები; დანამატები.
  • ნაწლავის ფაქტორები: დაზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავის შეწოვისუნარიანობის დაქვეითება; კანდიდას მიკრობის გავრცელება; პროტეინის არასრული ათვისება; ბაქტერიული ტოქსინები; პარაზიტული ინფექცია.
  • იმუნოლოგიური ფაქტორები: აცრა, ვირუსული ინფექცია.

შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს    და როგორ?

აუტიზმით დაავადებული ბავშვის დახმარება და მისი სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომისა და მკურნალობის შემთხვევაში.  კვლევებმა ცხადყო, რომ აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა დიდი რაოდენობა უფრო კომუნიკაბელური გახდა, როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად გაგება ისწავლეს.

აუტიზმის შემთხვევაში თერაპია ან დახმარება მიმართულია ცალკეული ინდივიდის სპეციფიკური სიმპტომების შემსუბუქებაზე.  ყველაზე ეფექტურია ამ თვალსაზრისით ქცევითი-სწავლება და მედიკამენტოზური ჩარევა.  ქცევითი-სწავლება წარმოადგენს გეგმაზომიერ და ხშირად ინტენსიური სწავლების მეთოდს, რომელიც მუშავდება ცალკეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად.  თერაპევტები ცდილობენ დაეხმარონ მას სოციალური და მეტყველების უნარის განვითარებაში.  რადგან ყველაზე ეფექტურად და სწრაფად ბავშვები მცირეწლოვან ასაკში სწავლობენ, ამ სახის ჩარევა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს.  დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა სასიკეთოდ მოქმედებას ტვინის განვითარებაზე.

მედიკამენტოზური მკურნალობა, ინიშნება თვით-დაზიანების ქცევის ან სხვა სიმპტომების, ეპილეფსიის და ყურადღების დაქვეითების შემთხვევების შესასუსტებლად.  ამგვარ წამალთა უმრავლესობა მოქმედებს ტვინში სერატონინის ან სხვა სიგნალის გადამცემი ქიმიური პრეპარატების დონეზე.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?

უპირველეს ყოვლისა, მიიღოთ თქვენი შვილი ისეთი როგორიც არის!  მაქსიმალურად ეცადეთ გიყვარდეთ იგი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.  გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მოჩვენებითი გულგრილობისა, რომელსაც თქვენი შვილი ამჟღავნებს გარე სამყაროსა და გარშემო მყოფთ მიმართ, იგი ძალიან ძლიერი სიყვარულის ძაფებით არის დაკავშირებული თქვენთან და თუ ვინმეს შეუძლია მისი დახმარება, ეს პირველ რიგში თქვენ ხართ.  რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს პროფესიული დახმარება, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მედიკამენტები, თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე დადებითი შედეგი დროებითი და უმნიშვნელო აღმოჩნდება.  თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ბავშვთან და თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად რაციონალურად გამოიყენებთ ამ დროს.  ყოველი თქვენი ურთიერთობა, ბავშვისთვის შესაძლოა ადამიანებთან კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ქცევის, სამყაროს აღქმის გაკვეთილად იქცეს.  აუტიზმით დაავადებული ბავშვების ინტერესები და გასართობები ხომ როგორც წესი იგივეა რაც მათი თანატოლების.  მათ უყვართ მუსიკა, ცურვა, ექსკურსიები, წიგნების თვალიერება, სეირნობა, ტელევიზორის ყურება, უბრალოდ მათ ერთი და იგივეს კეთება უსაშველოდ შეუძლიათ და თითქოს არც არავინ სჭირდებათ თავის საქმიანობაში.  შეეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ მის საყვარელ აქტივობაში, ეთამაშეთ ის თამაშები, რომლებიც მას მოსწონს, იარეთ იმ გზით, რომელსაც ის ირჩევს და თან ყველაფერი განუმარტეთ, მისთვის გასაგებ ენაზე.  გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვთან დროის ხანგრძლივობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობის ინტენსივობა.  უმჯობესია ნაკლებ დროს ატარებდეთ ბავშვთან და მეტი დატვირთვით, ვიდრე პირიქით.  შეეცადეთ თქვენი ერთად ყოფნა დადებით, მხიარულ ელფერს ატარებდეს, ისე რომ ურთიერთობა ორივესთვის სასიამოვნო იყოს.  ამისათვის საკუთარ თავს გარკვეული თავისუფლება მიანიჭეთ.  იფიქრეთ საკუთარ თავზე.  დანაშაულის განცდის გარეშე, მიეცით თავს უფლება სტუმრად სიარულის, სტუმრების მიღების, დასასვენებლად წასვლის და სხვა.  ნურასოდეს დაგაბრკოლებთ ის, რომ სხვებისგან განსხვავებული შვილი გყავთ.  ყოველთვის ატარეთ იგი მეგობრების შვილების დაბადების დღეებზე, კონცერტებზე, თეატრში, თუ ეს ყოველივე ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს.  თქვენი შვილი, მის გარშემო არსებულ მოვლენებს თავისებურად, ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი სამყარო ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

Advertisements

6 responses to “აუტიზმი

  1. kanto ივნისი 22, 2012, 10:11 AM

    ყველაზე მაგარი ადამიანები არიააააააააააააან, გენაცვალეთ თქვენ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: