ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

Daily Archives: დეკემბერი 17, 2010

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს….

უნარ შეზღუდული ბავშვები ეს არის ის რაც ყველას ყველაზე მეტად გვტკივა.ყველა ჩვენთაგანს აქვს დიდი სურვილი რომ მათ კარგად ყოფნაში წვლილი შეიტანონ. 2010 წლის 16 დეკემბერს ჩვენ ვესტუმრეთ ბათუმის დღის ცენტრს ” თანას’ ‘.თანა არის სამედიცინო ასოციაცია რომელიც შემქმნილია სამედიცინო პერსონალის გაერთიანებით. ასოციაციის მიზანია მოსახლეობის სამედიცინო დახარება, განათლება და  ა.შ.. 2007 წელს ასოციაციასთან გაიხსნა დღის ცენტრი უნარ შეზღუდული  ბავშვებისათვის.ჩვენ ვესტუმრეთ  ამ ბავშვებს, გვეგონა რომ გაგვიჭირდებოდა კონტაქტში შესვლა მაგრამ  ისინი ძალიან თბილად შეგვხვდნენ,ყველა ძალიან გახარებული იყო. ერთად ვითამაშეთ,ვიმღერეთ,ვიცეკვეთ გადავიღეთ სურათები, ვნახეთ მათი ნახატები,ხელნაკეთი ნივთები ….   ისინი ერთი დიდი ოჯახია რომელიც გასაჭირში თუ ლხნიში ერთად არიან,უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს ….  როგორც დიდი პლატონი იტყოდა ”ყოველ ადამინში მზეა,ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს ”….                                                              24 დეკემბერს მათ აქვთ საახალწლო ღონისძიება. ბავშვებმა დიდი სიხარულით და სიამოვნებით დაგვპატიჟეს და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით…სულ რამოდენიმე საათი საკმარისი გახდა იმისთვის რომ დავმეგობრებულიყავით და შეგვყვარებოდა ერთმანეთი…წამოსვლის წინ დავპირდით რომ ხშირად ვესტუმრებით… ჩვენ უკვე ძალიან გვიყვარს ისინი…. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ ვინც ამ ცენტრის დარსებაში წვლილი შეიტანა, რადგან ეს ძალიან კარგი საშუალება იმისა რომ ეს ბავშვები არ იყვნენ საზოგადოებისაგან გარიყულნი…ყველა ადამინში დევს შემოქმედებითი უნარი მთავარია ხელი შევუწყოთ ამ უნარის განვითარებაში….

Advertisements

ერთი ჩვეულებრივი დღე …!

აქ ისინი მღერიან და ცეკვავენ.. : )) ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან.. < 3

 

ელენე ძალიან ნიჭიერი ბავშვია.. ის შესანიშნავად უკრავს პიანინოზე.. მან დაკვრა თავისით ისწავლა : ))

ამ ოთახში ისინი უკრავენ, , მღერიან, ცეკვავენ და აკეთებენ იმას რაც მოსწონთ და უყვართ : )

ბავშვების ნახატები... ისინი ძალიან კარგად ხატავენ...

აქ ისინი სადილობენ...

სამლოცველო კუთხე

ბავშვები და მათი მასწავლებლები... : )

მარი ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა... მას ძალიან უყვარს სურათების გადაღება ...