ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

Daily Archives: დეკემბერი 12, 2010

ისინი ვისთვისაც სინათლე უცხოა…

 

დღეისათვის საქართველოში უსინათლო ბავშვთა ოფიციალური სტატისტიკა დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში, რომელიც ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ ორმოცდაათამდე მოზარდი სწავლობს, თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად მეტია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოება არ არის მზად, ეს ბავშვები სრულფასოვან ადამიანებად მიიღოს. მათ კი ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა ესაჭიროებათ. საოცრად კეთილები, გულწრფელები, შრომისმოყვარეები, განათლებულები და კონტაქტურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერს არის მიჯაჭვული, მათ ბრაილის შრიფტით წიგნის კითხვა ყველაფერს ურჩევნიათ. აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ. სწავლობენ, ვარჯიშობენ, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობენ. გოგონები საოჯახო საქმესაც ეუფლებიან.

Advertisements

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები…

განათლება და უსინათლო ბავშვები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26 მუხლისა, და საქართველოს კონსტიტუციის 35 მუხლის 1 ნაწილის თანახმად: ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ მუხლი 24 ნაწილი 2, ა ქვეპუნქტი: სახელმწიფომ უნდა უზრუნელყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ იქნენ გარიყულნი ზოგადი განათლების სისტემიდან მათი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ასევე უფასო და სავალდებულო განათლების სისტემიდან. მთელ საქართველოში უსინათლო ბავშვთა სკოლა მხოლოდ ერთია, თბილისში სკოლა #202. ამ ბავშვებისათვის შექმნილია კარგი პირობები, ისინი წერა-კითხას ბრაილის შრიფტით ეუფლებიან. სკოლაში ფუნქციონირებს შაშის, ჭადრაკის, უცხო ენის შემსწავლელი წრეები, მომღერალთა გუნდი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი და ეუფლებიან მათთვის მისაწვდომი შრომის სხვადასხვა სახეობას, აქვეა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. საშუალო სკოლის დამთავრებასთან ერთად სწავლობენ მასაჟისტის სპეციალობას, იღებენ მოწმობას, რაც საშუალებას მისცემს დასაქმდნენ ამ პროფსიით. პრობლემა ისაა, რომ ამ სკოლისათვის ხელი მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ბავშვებს მიუწვდებათ, რაც იმას მიუთითებს რომ ზემოთ ხსენებული საერთაშორისო და კონსტიტუციური უფლება არ არის დაცული.
აგრეთვე 10 საჯარო სკოლა მხოლოდ თბილისში, სადაც ხორციელდება პროექტი ,,ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლების მოდელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის’’, რომლის მიზანია მათ შეიძინონ თანატოლების მსგავსი ცოდნა და ხელი შეუწყოს ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასეთი ბავშვები კლასის მასალას ვერ ძლევენ და ამ ამ პროექტს უფრო სოციალური დატვირთვა აქვს.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს მხედველობა დაქვეითებული ბავშვები, ჩვეულებრივ, ბრაილის შრიფტით აბარებენ გამოცდებს და 2 მათგანი ჩაირიცხა კიდეც 2009 წელს.
სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს თუ რამდენია მხედველობა დაქვეითებულ ბავშვთა რიცხვი.

გამოსავალი. ჩემი აზრით, ამ სიტემას დახვეწა სჭირდება: 1. ყველა რაიონში მინიმუმ 1 სკოლა მაინც უნდა არსებობდეს უსინათლო ბავშვებისათვის ან ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს ინკლუზიური სწავლება, რომელსაც არა მარტო სოციალური არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება. ეყოლება კვალიფიციური პედაგოგები და ფსიქოლოგები. 2. საზოგადოების ინფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, მაგალითად საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას მათდამი, რათა მათ აღიქვამდნენ არა როგორც საწყლებსა და მიმართავდნენ ასე, არამედ როგორც მათნაირ ჩვეულებრივ ადამიანებად. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი არ მეგობრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთი მხრივ ეს გამოწვეულია ოჯახის ზეგავლენით, რომელსაც არ სურს იმოგობროს მისმა შვილმა ასეთ ბავშვთან და მეორე არანაირი პირობებია სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი.

დასაქმება, გონებადაქვეითებული, უსინათლო და გადადგილების არათანაბარი შესაძლებლობების მქონე ადამიანების. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 23: ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი, ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 3 ნაწილის თანახმად კანონი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის… შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 27, ნაწილი 1: წევრი სახელმწიფოები ცნობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებას იმუშაონ სხვებთან თანასწორ პირობებში. ანუ ჰქონდეთ ღია, ინკლუზიური და შეზღ. შესაძლ. მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი სამუშაო გარემო; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან და ხელი შეუწყონ მუშაობის უფლების რეალიზაციას. რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დასაქმებული არც ამის სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვხედავთ, რომ მათი არც ისე დიდი ნაწილია დასაქმებული კერძო თუ საჯარო სექტორებში. სამწუხაროდ არც სახელმწიფოსა აქვს მათი დასაქმების პროგრამა შემუშავებული. გადავწყვიტე რა თვითონ მომეძიებინა მათი სამუშაო ადგილი მხოლოდ 2 ადგილს მივაკვლიე, ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ქსეროქსის აპარატებთან მუშაობენ და მეორე ,,უსინათლოთა საზოგადოება’’, ამ კლუბში 350 ადამიანია გაწევრიანებული, საიდანაც მხოლოდ რამდენიმეა დასაქმებული. მაგალითად: გელა მიკეიძე, რომელიც ამ კლუბის წევრი და მეწისქვილეა და კილო ფქვილის დაფქვაში 15 თეთრს იღებს.
გამოსავალი. ჩემი აზრით, საჭიროა 1. შევქმნათ მათთვის სამუშაო ადგილები, არ არის საჭირო ცალკე დაწესებულებების აგება ამისათვის, უბრალოდ არსებულში თუნდაც მინიმალური სამუშაოს გამოყოფა, ამით ა. მათ საზოგადოების ნაწილს გავხდით და დავანახვებთ, რომ ისინი ჩვენ გვჭირდება. როგორც ,,უსინათლო ადამიანთა ორგანიზაციაში’’ ამბობენ: ,,აქ არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ დრო გამყავს, დრო კი ძალიან ბევრი მაქვს, მუშაობის ან გართობის საშუალება აქ არ არის, უბრალოდ ვზივართ და ჩვენს განცდებზე, ისტორიებზე ვსაუბრობთ ნახევარ ქალაქს გავდივარ იმისათვის რომ ჩემისთანებს შევხდე, აბა სხვა ადამიანები, ჩვენთან თითქმის არ მეგობრობენ.”
უსინათლოთა კლუბში ნიკა ტარიელაძეც მარტოობის დასაძლევად, “სხვებისგან” თავის დასაღწევად მოდის, ისიც სრულიად ბრმაა და ბავშვობიდან ვერ ხედავს, საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ, ყოველთვის ეს ასე არ იყო.” ბ. მათ პენსიას კიდევ დაემატება პატარა შემოსავალი, მათი უმრავლესობა ხომ ღარიბია.
ეს ყველაფერი, კერძოდ ის რომ ბავშვებს არ შეუძლიათ თავიანთი თანატოლების მსგავსად მიიღონ განათლება და სრულწლოვნები კი დასაქმდენ, ხელს უშლის მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რის შედეგადაც გარიყულები რჩებიან და ამაში ხელს თვითონ სახელმწიფო უწყობს, იმით რომ არანაირი ღონისძიებების გატარება არ ხდება.
ყოველდღიურობა. აგრეთვე ყურადღების გარეშე არ შეიძლება დავტოვოთ ის რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით, ეტლში მჯდომი ადამიანები ვერ ახერხებენ ავტობუსით გადაადგილებას და კიდევ ახალი პრობლემა, რომელმაც მას შემდეგ წამოყო თავი, რაც გადასასვლელი ხიდების აგება დაიწყეს, ეს ხიდები გათვალისწინებული არ არის ეტლში მჯდომი ადამიანებისათვის, მათთვის გადადგილება კიდევ უფრო გაძნელდა. ხიდზე ვერ გადავლენ, ხოლო ტრასა მხოლოდ მანქანებისთვის არის განკუთვნილი. ამით მათი უფლებები ირღვევა.