ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია !

1994 წელს ადამიანთა უფლებათა დაცვის შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად საქართველო შეუერთდა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას და აიღო ვალდებულება ცხოვრებაში გაატაროს კონვენციის დებულები.
ეს არის დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ყველა სამუშაო დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან — იგეგმება, ხორციელდება და ფასდება.
დოკუმენტში გაწერილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებები — ოჯახური ცხოვრება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების უფლება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაცვა, განათლება, გართობა და კულტურული დასვენება, თავისუფალი დრო, თამაში და მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ცხოვრება, სიცოცხლე, განვითარება. ბავშვის აზრის პატივისცემა, არადისკრიმინაცია, ბავშვის საუკეთესო ინტერესები, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესრულების თვალსაზრისით.
ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესრულების თვალსაზრისით, ხელშეკრულება მოითხოვს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების მკაცრ დაცვას. მრავალ ქვეყანაში, ხელისუფლების ორგანოები ვერ ახერხებენ სრულად ან დაუყონლებლივ ფინანსურად უზრუნველყონ ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მრავალი რეფორმის დაწყება, საქართველოც, მათ შორის არის, თუმცა რეფორმა დაწყებულია ბევრი მიმართულებით.
საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული მრავალი პილოტური პროექტების — „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშესაწყობად” — მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით.
ყველაზე პოზიტიურ ფაქტორად შეიძლება შეფასდეს ის რომ იცვლება დამოკიდებულება უნარშეზღუდული ბავშვებისადმი, იცვლება შესაბამისი კანონმდებლობაც, მიღწეულია გარკვეული პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს და რასაკვირველია გაცილებით ბევრი უნდა გაკეთდეს ამ ბავშვების უფლებების რეალური დაცვისთვის. იმედია დადგება ის დრო”, როცა უნარშეზღუდულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა არა საზოგადოების ჩამორჩენილობის, არამედ საზოგადოების პროგრესის მაჩვენებელი გახდება”. (ამონაწერი 2005 წლის UNICEF-ის ანგარიშიდან „უნარშეზღუდული ბავშვები გარდამავალ პერიოდში” — ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში).

About these ads

4 responses to “გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია !

  1. Nana May 30, 2013 at 9:18 pm

    Dzalian kargi informaciaaa..me gamomadga es iformacia istoriashi.. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: