ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

არასრულწლოვანი და სასჯელი…


მუხლი 1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუ კი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვნებას. ( ბავშვის უფლებათა კონვენცია ).

ის, რომ პირი არასრულწლოვანია, არ ნიშნავს, იმას რომ კანონი არ იცავს მის ინტერესებსა და უფლებებს. ასევე,ს ხვადასხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არ აკისრებს პასუხისმგებლობას.

მე ვარ მონაწილე სამართლებრივი კულტურის პროგრამისა, რომელიც უკვე ორი წელია ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს და გვიღრმავებს სამართლებრივ ცოდნას, რომელიც ესოდენ აუციელბელია ჩვენთვის. როცა ეს წიგნი – ” სამართლებრივი კულტურა ” ხელში ავიღე წინასიწტყვაობაში ამოვიკითხე ფრაზა – ” კანონების არსი კაცთმოყვარეობაა ” – უილიამ შექსპრი. – ძალიან დამაინტერესა ამ ფრაზამ და გადავიწყვიტე გავცნობოდი რამდენად კაცთმოყვარეა კანონი არასრულწლოვნებთან, ჩემნს თანატოლებთან მიმართებაში. მასწავლებელმა მიმითითა გავცნობოდი გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას ( საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან ).

მუხლი 37-ის ა,ბ,გ,დ პუნქტები გვამცნობს: ” არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს წამების, სასტიკი მოპყრობის, უკანონო დაკავების ან თავისუფლების აღკვეთის ობიექტი. არც სიკვდილით დასჯა, არც მუდმივი პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს განთავისუფლების შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენის დანაშაულებებს. ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს უფროსებისაგან, თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო. თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება.

მუხლი 40. ” მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მის რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის შესრულებას ”.

ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი შეძლებისდაგვარად გავცნობოდი არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის საკითხს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და შემედარებინა ის საქართველოში არსებულ ვითარებასთან.

გემანიის სისხლის სამართლის კოდექსი აბსოლუტურად გამორიცხავს 14 წლამდე არასრულწლოვანის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. იქ 16 წლამდე მოზარდების მიმართ თავისუფლების აღკვეთა თითქმის არასოდეს გამოიყენება.

1998 წლიდან ინგლისსა და უელსში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 10 წელი გახდა. 10 დან 17 წლამდე მოზარდების მიმართ, ძირითადად აღმზრდელობითი და დისციპლინური სანქციები გამოიყენება. არასწულწლოვანთა სასამართლო მოზარდს თავისუფლებას აღუკვეთს 6-დან 24 თვემდე. 21 წლამდე აზალგაზრდა არასოდეს იგზავნება ციხეში. მათ ათავსებენ ახალგაზრდა სამართალდამრღვევთა დაწესებულებაში. ამასთან, როგორც წესი, სასჯელის ნახსევრის მოხდის შემდეგ მათ ათავისუფლებენ და ვადის გასვლამდე უწესებენ სოციალური სამსახურებისა და ნაციონალური პრობაციული სამსახურის მეთვალყურეობას.

საფრანგეთსი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკია 13 წელია. კანონმდებლობით ბავშვები არ შეიძლება გაასამართლოს საერთო სასამართლომ. საქმეს განიხილავს ან ბავშვთა სასამართლო ( შედარებით მსუბუქი სამართალდარღვევები) , ან არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის სასამართლო ( მძიმე დანაშაული ). პრინციპია, რომ არასრულწლოვანის დაკავება არ შეიძლება. ( მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დაშვებული, მისი დაკითხვის მიზნით და არ უნდა გადააცილოს 12 საათს). 18 წლამდე ახალგაზრდისათვის სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის არსებობს სპეციალური დაწესებულებები.

თქვენ უკვე იცით, რომ არასრულწლოვანს, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, კანონით დადგენილი წესით გაასამართლებენ და ის დაკარგავს თავისუფლებას..

 

 

 

 

 

 

 

შვეიცარიაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიინიმალური ასაკი 7 წელია.არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური ნორმები. ამჟამად იქ მუშაობენ, რომ ასაკი 10 წლამდე აიწიოს. სისხლის სამართლის კოდექსი  7-დან 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის ითვალისწინებს აღმზრდელობითი და დისციპლინური ღონისძიებების გატარებას. 15 წლამდე მოზარდის წინააღმდეგ არავითარი სისხლის სამართლის სასჯელის ზომა არ შეიძლება იყოს გამოყენებული. 15-დან 18 წლამდე მოზარდების მიმართ გამოყენებული სასჯელის ფორმებია მხოლოდ ჯარიმა და ერთი დღიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ გამოცდებში. დაწესებულებაში გაიხსნა მინანქრის სახელოსნო, სადაც მსაჯავრდებულები ტიხრული მინანქრის ხელობას სწავლობენ. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სხვსდასხვა სპორტული სახეობების შემსწავლელი კურსები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არასრულწლოვანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკია 14 წელი. 14-დან 16 წლამდე მოზარდს არ შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეღა 10-ზე მეტი წლით, ხოლო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადაა 15 წელი. ყველაზე მძიმე სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთაა.

2007-2009 წლის ადვოკატირებულ არასრულწლოვანთა სტატისტიკური მონაცემები

როგორც ვხედავთ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვანთა უფლებებს და იცავს მათ. ასევე მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციები არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის. მაგალითად დემოკრატიის ინსტიტუტი ( ჩემი თხოვნის საფუძველზე მომაწოდა 2007-2009 წლებში

ადვოკატირებულ არასრულწლოვანთა სტატისტიკური მონაცემები, სადაც კარგად ჩანს რა სახის დანაშაულებები იქნა ჩადენილი, რა ასაკის არასრულწლოვანთა მიერ და რა სახის სასჯელი მიესაჯა. ) მონაცემები თან ერთვის. რეაბილიტაციის ცენტრი, ასევე სახალხო დამცველის აპარატი,ა სევე 2010 წელს ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ( მაგ: 12 წლიდან ასაკი აიწია 14 წლამდე და სხვა).

2007-2009 წლებში ადვოკატირებულ არასრულწლოვანთა სტატისტიკური მონაცემები..

არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება 2002 წელს აშენდა. 2008 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშაეოები და იგი ევროსტანდარტებს გაუთანაბრდა. დაწესებულებაში არის საგანმანათლებო საშაულო სკოლა.არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ გამოცდებში. დაწესებულებაში გაიხსნა მინანქრის სახელოსნო, სადაც მსაჯავრდებულები ტიხრული მინანქრის ხელობას სწავლობენ. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სხვსდასხვა სპორტული სახეობების შემსწავლელი კურსები.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებები გაუთანაბრდა ევროსტანდარტებს. იქ არის სკოლა, ფქისო – სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამები ფუნქციონირებს, სწავლობენ ხელობას, არის სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთო ეროვნულ გამოცდებში და ტელევიზიით გაშუქდა, რომ რამდენიმე სტუდენტიც გახდა და ა.შ. დიახ ! ეს სახელმწიფოს მიერ მათზე ზრუნვაა გამოახატული და ეს ასეც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყნებში.

ოღონდაც, ძალზე მტკივნეულია იხილო შენი თანატოლი არასრულწლოვანი ხელბორკილებით. ასეთი პლაკატი ვანხე დემოკრატიის ინსტიტუტის კედელზე, როცა იქ მასალებისათვის ვიყავი მისული. ამ პლაკატს ჰქონდა წარწერა ” ნუ მივატოვებთ ” . მტკივნეულია აღსაქმელად წიგნში ” ბავშვი და სამართალი ” გამოქყვეყნებული ფოტო, სადაც არასრულწლოვანი გისოსებს თუ მავთულხლართებს მიღმაა. მტკივნეულია და გებადება სურვილი არ მიატოვო, იგრძნოს მან, რომ, ის საზოგადოების შვილია, საყვარელი არსებაა, საზოგადოებას სჯერა და სწამს მისი, საზოგადოება ელოდება მას, როგორს მის ღირსეულს წევრს.

მე უფრო დიდი სურვილი მაქვს არ მოხდეს იქ მოზარდი, როგორი კარგი პირობებიც არ უნდა იყოს იქ. მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა არ ჩაიდინოს დანაშაული, იყოს კანონმორჩილი. არ აღეკვეთოს თავისუფლება. აქ მე ვფიქრობ ყველაზე დიდი როლი აკისრია სახელმწიფოს. სწორედ მან უნდა იმუშაობს მეტი პრევენციაზე რა თქმა უნდა საზოგადოებასთან. ოჯახთან, სკოლასთან, ეკლესიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. სამართლებრივი კულტურის გაკვეტილზე ვნახეთ ფირი ” არასრულწლოვანი ატენელები ” – სწორედ დროულად ჩატარებულმა მიზანმიმართულმა პრევენციულმა ღონისძიებამ იხსნა ატენის ქუჩის არასრულწლოვნები და მათი მშობლები უფრო დიდი უბედურებისაგან.

თუკი ძლიერი, კარგი და მიზანმიმართული პრევენციული ღონისძიებები ჩატარდება ნაკლები სამართალდამრღვევი გვეყოლება. სასურველია სახელმწიფომ შემნას უფასო სპორტული და სხვადასხვა სახის წრეები და კლუბები, სადაც ივლიან ბავშვები, გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს, ნაკლებად იქნებიან უსაქმურად. სასურველია ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების გააქტიურება, ასევე ზაფხულობით დასასვენებელ – შემეცნებითი ბანაკების დაარსება და კიდევ ჩემი ოცნებაა ასეთ არასრულწლოვნებს მივცეთ საშუალება შრომისა და ისეთი შესაფერისი გასამრჯელოს აღებისა, რომელიც მას ღირსებას შემატებს. ( დიახ ეს დღესდღეობით ჩემი ოცნება და ფიქრია. შემდეგ… ). აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ძალზედ მოსაწონია ამ მიმართულებით ” უსაფრთხო სკოლის ” პროგრამა, რომელიც ასევე უფრო დაეხმარება არასრულწლოვნებს კანონმოღჩილებასა და კანონის პატივისცემის გააზრებაში.

აუტიზმი

შემდეგი სიახლე გვინდოდა გაგვეკეთებია რაღაც უფრო განსხვავებული და ისეთი რასაც საზოგადოება ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ჩემი აზრით დაავადება ” აუტიზმი ” არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებაო. სიმართლე გითხრათ აქამდე არც კი ვიცოდი მისი მნიშვნელობის შესახებ.. რამოდენიმე დღის წინ ვნახე ფილმი, რომელშიც აუტიზმით დაავადებული ბავშვი იყო და ძალიან დამაინტერესა. ასეთი ბავშვები საზოგადოებამ უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის. მშობლებმა კი უნდა ეცადოს მაქსმიმალურად უყვარდეთ ისინი ყველაზე მძმიზე წუთებშიც კი.

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.  ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს, შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.
აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე.  18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს.  მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა.  აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.
გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია.  ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა.  ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია.  ყველაზე სუსტი ფორმა გავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან.
აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.

რა იწვევს აუტიზმს?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია და მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იყენებს ტვინი ინფორმაციას.  აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია.  ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი ფიზიკური პრობლემები.  შესაძლებელია:

  1. ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.
  2. ზოგჯერ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა.
  3. ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების ან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.

აუტიზმი ფაქტიურად შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე “მიზეზის” შედეგს.  ბავშვის გარშემო არსებული ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტორები აუტიზმის მიზეზად ვერ ჩაითვლება.

  1. აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ანომალიები ტვინის რამოდენიმე არეში, მათ შორის ნათხემში, ნუშისებრ ჯირკვალში, ჰიპოკამპში, ძგიდეში და მამილასულ სხეულში.  აქ ნეირონები უფრო მცირეა და აქვთ სუსტი ნერვული დაბოლოებები, რაც შესაძლოა, ხელს უშლის სიგნალების გადაცემას.  ეს ანომალიები გვაფიქრებინებს, რომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგია.  ასევე შესაძლებელია ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.  აუტისტებს ახასიათებთ ტვინში სერატონინის ან სხვა სასიგნალო მოლეკულების ანომალია.
  2. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს.  მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოჯახებში სადაც ერთი აუტისტი ბავშვი ყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია.  ე. ი.  ერთი ოციდან, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, რომელი გენია ამის მიზეზი.  ზოგ შემთხვევაში აუტისტ პირთა მშობლებს ან სხვა ნათესავებს ახასიათებთ ისეთი სოციალური, კომუნიკაციის ან განმეორებადი ქცევები, რომლებიც ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუტიზმთან.  დაკვირვებამ ცხადყო აგრეთვე, რომ ზოგი აფექტური ან ემოციური დარღვევები, როგორიცაა მანიაკალური დეპრესია, უფრო ხშირად გვხვდება აუტისტი ადამიანების ოჯახებში.  ზოგი მკვლევარი მიუთითებს აუტისტური ბავშვების და მათი ოჯახების ქრომოსომების დამახასიათებელ ანომალიებზე.  ისინი თავმოყრილია გენების თანმიმდევრობასთან გარკვეულ ადგილებში, რაც იძლევა იმუნურობის კოდს.  ამგვარად, შესაძლოა, რომ აუტისტური ბავშვები დაპროგრამებული არიან იმუნური სისტემის სისუსტეზე.  ეს თავის მხრივ იწვევს ავტოიმუნურ შედეგს ტვინის კრიტიკულ არეებში, რომლებიც მართავენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას.
  3. აუტიზმის გამომწვევი:
  • გარემო ფაქტორები:  ტყვია, კადმიუმი, ალუმინი, სტიბიუმი, ვერცხლის წყალი, ქიმიური პრეპარატები.
  • კვების ფაქტორები:  კადმიუმის, მაგნიუმის, რკინის, B6 და B1 ვიტამინების, ანტიოქსიტანტის, გლუტაციონის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.
  • მეტაბოლური ფაქტორები:  დაავადებული ღვიძლის დექსიფიკაცია; ჰიპოკლიკემია; ობი; მტვერი; მცენარის მტვერი; ამინო მჟავის გამტარი გზების ანომალია; ფენოსულტოტრანფერაზის ნაკლებობა; “თირკმლის დაზიანების” სინდრომი.
  • ალერგიული ფაქტორები:  საკვები (განსაკუთრებით, წებოვანა და კაბეინი); საკვების საღებავები; დანამატები.
  • ნაწლავის ფაქტორები: დაზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავის შეწოვისუნარიანობის დაქვეითება; კანდიდას მიკრობის გავრცელება; პროტეინის არასრული ათვისება; ბაქტერიული ტოქსინები; პარაზიტული ინფექცია.
  • იმუნოლოგიური ფაქტორები: აცრა, ვირუსული ინფექცია.

შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს    და როგორ?

აუტიზმით დაავადებული ბავშვის დახმარება და მისი სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომისა და მკურნალობის შემთხვევაში.  კვლევებმა ცხადყო, რომ აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა დიდი რაოდენობა უფრო კომუნიკაბელური გახდა, როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად გაგება ისწავლეს.

აუტიზმის შემთხვევაში თერაპია ან დახმარება მიმართულია ცალკეული ინდივიდის სპეციფიკური სიმპტომების შემსუბუქებაზე.  ყველაზე ეფექტურია ამ თვალსაზრისით ქცევითი-სწავლება და მედიკამენტოზური ჩარევა.  ქცევითი-სწავლება წარმოადგენს გეგმაზომიერ და ხშირად ინტენსიური სწავლების მეთოდს, რომელიც მუშავდება ცალკეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად.  თერაპევტები ცდილობენ დაეხმარონ მას სოციალური და მეტყველების უნარის განვითარებაში.  რადგან ყველაზე ეფექტურად და სწრაფად ბავშვები მცირეწლოვან ასაკში სწავლობენ, ამ სახის ჩარევა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს.  დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა სასიკეთოდ მოქმედებას ტვინის განვითარებაზე.

მედიკამენტოზური მკურნალობა, ინიშნება თვით-დაზიანების ქცევის ან სხვა სიმპტომების, ეპილეფსიის და ყურადღების დაქვეითების შემთხვევების შესასუსტებლად.  ამგვარ წამალთა უმრავლესობა მოქმედებს ტვინში სერატონინის ან სხვა სიგნალის გადამცემი ქიმიური პრეპარატების დონეზე.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?

უპირველეს ყოვლისა, მიიღოთ თქვენი შვილი ისეთი როგორიც არის!  მაქსიმალურად ეცადეთ გიყვარდეთ იგი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.  გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მოჩვენებითი გულგრილობისა, რომელსაც თქვენი შვილი ამჟღავნებს გარე სამყაროსა და გარშემო მყოფთ მიმართ, იგი ძალიან ძლიერი სიყვარულის ძაფებით არის დაკავშირებული თქვენთან და თუ ვინმეს შეუძლია მისი დახმარება, ეს პირველ რიგში თქვენ ხართ.  რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს პროფესიული დახმარება, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მედიკამენტები, თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე დადებითი შედეგი დროებითი და უმნიშვნელო აღმოჩნდება.  თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ბავშვთან და თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად რაციონალურად გამოიყენებთ ამ დროს.  ყოველი თქვენი ურთიერთობა, ბავშვისთვის შესაძლოა ადამიანებთან კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ქცევის, სამყაროს აღქმის გაკვეთილად იქცეს.  აუტიზმით დაავადებული ბავშვების ინტერესები და გასართობები ხომ როგორც წესი იგივეა რაც მათი თანატოლების.  მათ უყვართ მუსიკა, ცურვა, ექსკურსიები, წიგნების თვალიერება, სეირნობა, ტელევიზორის ყურება, უბრალოდ მათ ერთი და იგივეს კეთება უსაშველოდ შეუძლიათ და თითქოს არც არავინ სჭირდებათ თავის საქმიანობაში.  შეეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ მის საყვარელ აქტივობაში, ეთამაშეთ ის თამაშები, რომლებიც მას მოსწონს, იარეთ იმ გზით, რომელსაც ის ირჩევს და თან ყველაფერი განუმარტეთ, მისთვის გასაგებ ენაზე.  გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვთან დროის ხანგრძლივობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობის ინტენსივობა.  უმჯობესია ნაკლებ დროს ატარებდეთ ბავშვთან და მეტი დატვირთვით, ვიდრე პირიქით.  შეეცადეთ თქვენი ერთად ყოფნა დადებით, მხიარულ ელფერს ატარებდეს, ისე რომ ურთიერთობა ორივესთვის სასიამოვნო იყოს.  ამისათვის საკუთარ თავს გარკვეული თავისუფლება მიანიჭეთ.  იფიქრეთ საკუთარ თავზე.  დანაშაულის განცდის გარეშე, მიეცით თავს უფლება სტუმრად სიარულის, სტუმრების მიღების, დასასვენებლად წასვლის და სხვა.  ნურასოდეს დაგაბრკოლებთ ის, რომ სხვებისგან განსხვავებული შვილი გყავთ.  ყოველთვის ატარეთ იგი მეგობრების შვილების დაბადების დღეებზე, კონცერტებზე, თეატრში, თუ ეს ყოველივე ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს.  თქვენი შვილი, მის გარშემო არსებულ მოვლენებს თავისებურად, ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი სამყარო ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

Happy New Year … ☼

ძვირფასო მკითხველებო, გვინდა თქვენ და სრულიად საქართველოს მოგილოცოთ ახალი 2011 წელი და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას გისურვებთ. სიკეთის, მშვიდობის, წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. იმედია ეს 2011 წელი თქვენი სურვილების და ოცნებების ასრულების წელი იქნება… არ არსებობს წელი, რომელსაც არ ქონდეს, ცუდი და კარგი, მაგრამ ეს არის დღე, რომელიც ყველა ადამიანში დადებით ემოციებს იწვევს. გავატანოთ ძველ წელს ყველაფერი ცუდი და შევხვდეთ ახალ წელს ახალი იმედებითა და ოცნებებით. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

you may say i am a dreamer, but i’m not the only one… ☼

ბედნიერები ვართ იმით, რომ ცხოვრებას ისინიც ფერადი სათვალეებით უყურებენ.. : ))

24 დეკემბერს ჩვენ ისევ ვიყავით დღის ცენტრ ” თანაში ” . ბავშვები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ და ჩვენც რათქმაუნდა ძალიან ბედნიერები ვიყავით მათთან ისევ შეხვედრით. ყველაზე სასიამოვნო კი მათი სიხარულით წამოძახილი ფრაზაა ” ჩვენი მეგობრები მოვიდნენ ” . როგორც  გითხარით მათ საახალწლო კონცერტი ჰქონდათ. სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო კონცერტზე დასწრება ვერ მოვახერხეთ და გული რომ არ დაგვწყდომოდა ჩვენაც და მათაც ვთხოვეთ კიდევ ერთხელ შეესრულებინათ ჩვენთვის რაიმე, რაზეც სიამოვნებით დაგვთანმხდნენ. გაოცებულები დავრჩით მათი ნიჭიერებით და იმითაც, რომ მთელი მათთან ყოფნის განმვალობაში მათ სახეებს ღიმილი არ მოსშორებია. მღეროდენ, ცეკვავდნენ, ლექსებს ამბობდნენ და რაც მთავარია შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ. ბავშვებს საახალწლოდ პატარა საჩუქრებიც დაურიგეს რითაც ძალიან გახარებულები იყვნენ. შემდეგ წაგვიყვანეს, მათი საახალწლო ნაძვისხე და მორთული ოთახი გვაჩვენეს. ძალიან ბედნიერები ვართ იმით რომ ეს ბავშვები არანაირად არ არიან საზოგადოებისგან მოწყვეტილი და ცხოვრებას ისინიც ფერადი სათვალეებით უყურებენ. ასევე ბედნიერები ვართ იმითაც რომ შეგვიძლია მათთან ერთად ჩვენც გავიზიაროთ ეს სიხარული. ყველაზე ცუდი, როგორც ყოველთვის მათთან გამომშვიდობება იყო, მაგრამ ჩვენ პირობა მივეცით, რომ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრებოდით  და მათთან ერთად გავატარებდით დროს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.